დაგვიკავშირდით: +(995) 591 33 33 30

ფოლიუმ პინი
ბიოაქტიური კვებითი დანამატი

ფოლიუმ პინი - რადიაციისგან დამცავი, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, ანტიოქსიდანტი, ანტივირუსული ბუნებრივი კომპლექსური საშუალება.




ფიჭვის ექსტრაქტი ფოლიუმ პინი

ფიჭვის ექსტრაქტის უნიკალური თვისებები, როგორც მძიმე მეტალების გამომდევნი და ორგანიზმის დეტოქსიკატორი - ჩერნობილის კატასტროფიდან დაწყებული ყველაზე მეტად შესწავლადი პროდუქტი გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩატარებულია მრავალმხრივი მეცნიერული კვლევები და დადასტურებულია ფიჭვის ფიტოქიმიური ექსტრაქტის უნიკალური თვისებები. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ფიჭვის სამკურნალო თვისებების მეცნიერული შესწავლის კუთხით, აგრეთვე მაღალეფექტური ექსტრაგირების წარმოების მიმართულებითაც.

https://air.gov.ge/ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი საქართველოში.

პრეპარატი წარმოადგენს ფიჭვის 100% ნატურალურ ექსტრაქტს, სადაც გამოყენებულია ფიჭვის სრული ბიოლოგიური სტრუქტურა ქერქიდან წიწვებამდე.

მენჯ-უნი (Menj-Uni)

რატომ დავიწყეთ ფიჭვის მეცნიერული შესწავლა? ეს ისტორია იწყება 1980-იანი წლებიდან. პრეპარატის ავტორი პროფ. ვაჟა ხოსიტაშვილი მუშაობდა მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტში 1980-1990წწ. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ერთ გასაოცარ მოვლენას - ფიჭვის ტყემ, რომელიც უშუალოდ მდებარეობს ატომური რეაქტორის ირგვლივ, გაუძლო რადიაციას. ეს ტყე შემდგომში ცნობილო გახდა წითური ტყის სახელით. ფიჭვის ქერქმა შეაკავა გამმა გამოსხივების 90%. შემდგომში ეს ტყე დამარხეს, რათა შეეჩერებინათ რადიაქტიური მტვერის გავრცელება. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ფიჭვი წარმოადგენს ერთგვარ რადიოპროტექტორულ ეკრანს. პარალელურად, საფრანგეთმა 1980-იანი წლებიდან აგრეთვე დაიწყო ფიჭვის მეცნიერული შესწავლა. 1966-1996 წწ. ატოლ მურუროას პოლიგონზე, წყნარ ოკეანეში, საფრანგეთმა გამოსცადა 181 ატომური ბომბი. ფრანგმა მეცნიერებმაც ყურადღება მიაქციეს ფაქტს, რომ ამ უზარმაზარი დასხივების მიუხედავად, ფიჭვის ტყემ გააგრძელა ნელი, მაგრამ სტაბილური ბიოლოგიური პროცესი.

მეცნიერული დაკვირვების შედეგად ფრანგმა მკვლევარებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაიწყეს ფიჭვის ექსტრაქტის წარმოება. პრეპარატები უკვე 30 წელზე მეტია, რაც იწარმოება და ფართედ არის გავრცელებული მრავალ ქვეყანაში.

მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნებულია 500-ზე მეტი შრომა, ჩატარებულია 200 კლინიკური კვლევა 10 000-ზე მეტ პაციენტზე, რამაც დაადასტურა პრეპარატის აბსოლუტური ეფექტურობა.

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, დეტოქსიკატორი, რადიოპროტექტორი, კომპლექსური ანტივირუსული საშუალება, ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

  • მძიმე მეტალების გამომდევნი
  • იცავს კოლაგენს და ელასტინს
  • ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას, გულის მოქმედებას და სასარგებლო აზოტის ოქსიდის გამომუშავებას
  • ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება
  • თმის ცვენის პრევენცია

ფოლიუმ პინი - ნატურალური პროდუქტია, რომელიც მიიღება მაღალმთიანი ფიჭვის ფიტოქიმიური ექსტრაგირებით და წარმოადგენს სასარგებლო ბიოქიმიური ნივთიერებების კომპლექსს. შეიცავს: ქლოროფილო-კაროტინოიდებს, ლიპიდებს, ვიტამინებს, ფლავანოიდებს, პოლიფენოლებს, რთულ არომატულ შენაერთებს, სტაბილურ ეთერულ შენაერთებს და მიკროელემენტებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები
შეფუთვა: 80 ტაბლეტი, 550 mg
შემადგენლობა: ქლოროფილი - 400 მგ%, ბეტა-კაროტინი და კაროტინოიდები – 20 მგ%, ვიტამინი Е- 30 მგ%, ვიტამინი К -1,2 მგ%, ვიტამინი С-25 მგ%, პოლიპრენოლები - 0,46 მგ%, ტერპენები-0,14 მგ%, მიკროელემენტები - 5 მგ%, პოლიფენოლები -7 მგ%, რთული ბიოლოგიური შენაერთები და პროანტოციანები - 5,8 მგ%, ცელულოზა, გლუკოზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ქლოროფილი-კაროტინოიდები წარმოდგენილია ვიტამინ-ლიპიდურ-ფიტოსტერინული წარმოშობის ბიოქიმიური შემადგენლობებით. სიტოსტერინი, სტიგმასტერინი და კამპესტერინი წარმოადგენენ მცენარეთა მემბრანის სტრუქტურულ კომპონენტებს და ადამიანის ორგანიზმში მოქმედებენ, როგორც ვიტამინ D (პროვიტამინი D) სინთეზის კოფაქტორი, რომელიც, თავის მხრივ უზრუნველყოფს საჭმლიდან კალციუმის და ფოსფორის შეწოვას წვრილ ნაწლავში. შედეგად ხდება უჯრედის ფოსფოლიპიდური მემბრანის სტაბილიზირება, რაც განპირობებულია ბიოლოგიურად აქტიური კომპლიმენტარულობით და ასრულებენ სტანინების როლს, რომელთა საშუალებით მცირდება ქოლესტერინის და ლიპოპროტეიდების დონე, რაც ზეგავლენას ახდენს ჰორმონალურ მეტაბოლიზმზე.

ვიტამინი D ასრულებს იმუნური რეაქციის რეგულირების ფუნქციას. უჯრედის მემბრანული რეცეპტორების საშუალებით აღწევს ციტოპლაზმაში და А ვიტამინთან ერთად წარმოქმნის კომპლექსს; ზემოქმედებას ახდენს დნმ ბირთვის ასობით გენის ტრანსკრიფციაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმუნური უჯრედების პროლიფერაციაზე და დედიფერენცირებაზე. გარდა ამისა, აძლიერებს ენდოგენური ანტიბიოტიკების გამომუშავებას ორგანიზმში, რომლებსაც შეუძლიათ გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების დათრგუნვა.

ფიტოსტერინები: საჭმელში მოხვედრისას ამცირებენ ქოლესტირინის შეწოვას და წარმოადგენენ ქოლესტირინის ნაწლავში შეღწევის ინგიბიტორებს. ეს უნარი ორგანიზმს ეხმარება HDL (მაღალი სიმჭიდროვის ლიპოპროტეიდების) და LDL (დაბალი სიმჭიდროვის ლიპოპროტეიდების) დონის კონტროლში. სტერინების მოლეკულები სიგნალების და იმპულსების საშუალებით გადაცემენ ინფორმაციას უჯრედიდან უჯრედამდე და წარმოადგენენ ინფორმაციის გადაცემის მეორად მესენჯერებს ადამიანის იმუნურ მოდულებში. ეს პროცესი პასუხისმგებელია უჯრედის გარე გარსის დაცვაზე და იმუნოგლობულინების სინთეზის სიგნალიზაციაზე.

ქლოროფილი და ქლოროფილინები - მწვანე პიგმენტები, რომლებიც წარმოადგენენ ფოტოსინთეზის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ქლოროფილის ქიმიური სტრუქტურა კომპლიმენტარულია ჰემის მოლეკულის სტრუქტურასთან (ჰემისგან განსხვავებით, ქლოროფილის ბირთვი შეიცავს მაგნიუმს), რაც განაპირობებს ბიოლოგიურად აქტიურ ზეგავლენას ადამიანის ერითროპოეზე. ფოლიუმ პინში შემავალი ქლოროფილი სართო სისხლბრუნვაში მოხვედრისას, ამდიდრებს მას და იწყებს ერითროციტების სინთეზის მექანიზმს, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნიტეტის გაძლიერებაში და ადამიანის ორგანიზმს იცავს რადიაციული იმუნოსუპრესიისაგან (იმუნიტეტის რადიაციით დათრგუნვისაგან). ქლოროფილი, ფაგოციტოზის სტიმულირებით აძლიერებს იმუნურ რეაქციას ვირუსულ ინფექციებზე; ზრდის ანტივირუსულ აქტიობას იმუნური სისტემის უჯრედებში; ზრდის უჯრედული სტრუქტურების რეზისტენტობას ვირუსული ინფორმაციის შეღწევაზე ტემპერატურის ვარდნისას და გაციებისას. აქვს მკვეთრად გამოხატურლი ანტიბაქტერიალური თვისებები, რაც განპირობებულია აზოტის გაცვლის აქტივაციის პროცესებზე ორგანიზმში. ამცირებს ანაერობული ბაქტერიების ზრდას ნაწლავებში და ფილტვის ქსოვილში, ზრდის ნაწლავური მიკრობიოტის ქმედუნარიანობას. ახდენს ქსოვილის რეგენერაციის სტიმულირებას ანთებით პროცესებში, ჰიპოთერმიული სეზონური ინფექციებისას; აქვს მძლავრი ანტიოქსიდაციური თვისებები.

ბეტა კაროტინი (პროვიტამინი А) და კაროტინოიდები (ტეტრატერპენები) - პიგმენტი, ძლიერი ანტიოქსიდანტი. ბეტაკაროტინის და კაროტინოიდების უჯერი ელექტრონული სტრუქტურა მოლეკულებს ეხმარება შთანთქან თავისუფალი რადიკალების ძალიან დიდი რაოდენობა, რითაც ორგანიზმის იცავს უჯრედული მემბრანების განადგურებისაგან. წარმოადგენს მძლავრ არასპეციფიკურ იმუნოსტიმულანტს; იცავს უჯრედებს პეროქსიდაციის დროს; ზრდის T- ლიმფოციტების, მათ შორის T- დამხმარე საშუალებების პროლიფერაციულ უნარს. პეროქსიდის რადიკალების ლიკვიდაცია ზრდის T უჯრედების უნარს ბლასტოგენეზში.

პროვიტამინი А - არის ვიტამინ A სინთეზის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უზარმაზარ როლს ასრულებს ანტიოქსიდანტური ჯგუფის გლუტათიონ პეროქსიდაზას ფერმენტების სინთეზში (სელენის ინკორპორაციის გააქტიურება), ჰიალურონის მჟავას, ჰეპარინის, გლიკოპროტეინების და როსპსინების ფერმენტების სინთეზში თვალის ბადურაში. როგორც მეტაბოლიტი RETINOL, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელური და ძვლოვანი ქსოვილის ფუნქციების ზრდის, დიფერენციაციისა და შენარჩუნების პროცესში.

ლუტეინი - კაროტინოიდული ჯგუფის პიგმენტი, არის ფოლიუმ პინის შემადგენელი ნაწილი და გავლენას ახდენს პერიფერიული ლიმფოიდური ქსოვილის მეტაბოლურ პროცესებზე და იმუნოგენეზზე.

ვიტამინები: К, С, Е ვიტამინი K - მონაწილეობს გლუტამინის მჟავის ნარჩენების კარბოქსილაციაში ადამიანის სხეულის 14 GLA ცილების პოლიპეპტიდურ ჯაჭვებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის კოაგულაციაში, სისხლძარღვების ბიოლოგიურ კონსტრუქციაში და მეტაბოლიზმში. ვიტამინი E არის უჯრედული მემბრანის სტრუქტურების უნივერსალური დამცავი ჟანგვითი პროცესებისგან (მემბრანების დაცვა პეროქსიდის განადგურებისგან). ვიტამინი E არის იმუნომოდულატორი და ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი T უჯრედების დიფერენცირებაში. იგი ასტიმულირებს თიმუსის აღდგენას რენტგენის დასხივების და ქიმიოთერაპიის შემდეგ, აუმჯობესებს ფილტვის ქსოვილის ზედაპირული მოქმედების აქტიურ თვისებებს და აუმჯობესებს ფილტვის ადგილობრივ იმუნურ პასუხს ინფექციების დროს. გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის იმუნიტეტზე, აძლიერებს იმუნოგლობულინ A და T დამხმარე უჯრედების სინთეზს.

ვიტამინი C - ერთ-ერთი მთავარი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ფლობს კოენზიმურ და ანტიოქსიდანტურ ფუნქციებს. მონაწილეობს რედოქსული პროცესების რეგულირებაში, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის, სისხლის კოაგულაციის ანტიაგრეგაციული სისტემის, ქსოვილების რეგენერაციის, ანტისხეულების და ანტიბაქტერიული რეაქციების რეგულირებაში, ზრდის სხეულის წინააღმდეგობას ეგზოგენური აგენტებისადმი. ვიტამინი C მონაწილეობს იმუნოლოგიური რეაქციების რეგულირებაში; ააქტიურებს ანტისხეულების სინთეზს და ინტერფერონის წარმოებას. ხელს უწყობს ფაგოციტოზს, ზრდის წინააღმდეგობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ.

პოლიპრენოლები - დაბალი მოლეკულური წონის ბუნებრივი ბიორეგულატორები, სუბსტრატი ადამიანის სხეულში დოლიჰოლად გადაქცევისთვის. დოლიჰოლები მონაწილეობენ გლიკოპროტეინების სინთეზში, ქმნიან მემბრანული რეცეპტორებისა და ფერმენტების საფუძველს; უზრუნველყოფენ ადამიანის ქსოვილის მემბრანების სწორ ლიპიდურ შემადგენლობას.

ტერპენები (მონოტეტრაეფირული ნაერთები) იცავენ ადამიანის სხეულის ქსოვილებს სხვადასხვა სახის დაზიანებისაგან, წარმატებით ანეიტრალებენ აგრესიულ სინგლეტურ ჟანგბადს, რითაც ანელებენ დაბერების პროცესს. ტერპენები კარგად აჯერებენ შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურებს ჟანგბადით; აღადგენენ ორგანიზმში A, E და D ვიტამინების მიწოდებას, რითაც ხელს უშლიან კანისა და ძვლოვანი სისტემის მრავალი დაავადების განვითარებას. ტერპენები აძლიერებენ იმუნური უჯრედების გამრავლებას, ასტიმულირებენ იმუნური უჯრედების პერიფერულ და ცენტრალურ სინთეზს უფრო სწრაფად, ვიდრე ბუნებაში ცნობილი ნებისმიერი ნივთიერება. აქვთ ანტიმიკრობული, ანტივირუსული და რეგენერაციული თვისებები.

OMEGA-3 პოლიუჯერ მჟავებს გააჩნიათ ანთებსაწინააღმდეგო და ანტი – ათეროსკლეროზული თვისებები, ახდენენ ლიპიდური მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და დაბალანსებას, ჰორმონის მეტაბოლიზმს, აქვთ იმუნოსტიმულატორული თვისებები, და ახდენენ პირდაპირ გავლენა გენის ექპრესიაზე სისხლის უჯრედებში, აძლიერებენ იმუნური უჯრედების წინააღმდეგობას, უზრუნველყოფენ სუბსტრატს პროსტაგლანდინების სინთეზისთვის; რითაც აძლიერებენ იმუნურ პასუხს ანთების საწინააღმდეგო პროცესებზე. ორსულობის დროს ნივთიერებების ამ ჯგუფის მიღება აძლიერებს ახალშობილთა თანდაყოლილ იმუნიტეტს.

პოლიფენოლები და ფლავონოიდები - მცენარეული ნაერთების კლასი, ციტოპროტექტორული, მემბრანის გამამყარებელი და დეტოქსიკაციური თვისებებით. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, ისინი დაუყოვნებლივ მონაწილეობენ უჯრედების ოქსიდაციური განადგურების ბრძოლის პროცესში და ქმნიან ფარს თავისუფალი რადიკალური ნაერთების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში. ისინი ხელს უწყობენ ადამიანის ნაწლავის დადებითი ბიოტის ზრდას, სხეულის ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნივთიერებების ენდოსინთეზის ყველა სახის სტიმულირებას. აქვთ იმუნოპროტექტორული თვისებები, რაც ხელს უწყობს ადამიანის ფუნქციონალურ იმუნიტეტს.

ოლიგომერული პროანტოციანები (OPC) - კონდენსირებული ტანინები – პიგმენტური სერიის ფენოლური ნაერთების სპეციალური ჯგუფია, ფლავან-3-ოლების კონდენსაციის შედეგად წარმოქმნილი პოლიმერები, როგორიცაა პროქანიდინინი, პროტელფინიდინინი, პროპელარგონიდინინი. აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აქვთ რადიოპროტექტორული, ანტიკანცეროგენული და ანტიმეტასტატიკური მოქმედება, აძლიერებენ A და C ვიტამინების მოქმედებას. უჯრედულ დონეზე იცავენ მიტოქონდრიულ დნმ-ს დაზიანებისა და არასისტემური მუტაციებისგან.

ჩვენებები: ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, იმუნიტეტის სეზონური დაქვეითება, ბაქტერიულ-ვირუსული პათოლოგიები, ორგანიზმში იწვევს ვირუსების შემოტევაზე წინააღმდეგობის უნარის გაზრდას, ზრდის რეზისტენტობას გრიპისა და მწვავე რესპერატორული ვირუსული ინფექციების მიმართ; უჯრედებს იცავს სიმსივნური პროცესებისგან და ქიმიოთერაპიისა და გამოსხივების გვერდითი მოვლენებისგან (რადიოპროტექცია). ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლეიდები, მძიმე მეტალები და რადიოაქტიური ნივთიერებები (დეტოქსიკაცია).

უკუჩვენება: ორსულობა; ბავშვები 5 წლის ასაკამდე, ინდივიდუალური შეუთავსებლობა.

დოზირება: 1 - 2 ტაბლეტი, 15 წთ. კვებამდე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ და ბნელ ადგილზე.
გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია საქართველოში შპს "გამას" მიერ.
დამკვეთი: შპს "პიგმენტი"

ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყოფის
ცხრილი ფოლიუმ პინის მიღებისას

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი

ფოლიუმ პინი